კომაროვის სკოლის „დრამის კლუბის“ წევრების შეხვედრა თი-ბი-სი გალერეაში!

კომაროვის სკოლის „დრამის კლუბის“ წევრი მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი თამარ ბენდიაშვილი დაესწრნენ ფესტივალის, “საჩუქარი,“ ფარგლებში თი-ბი-სი გალერეაში გამართულ შეხვედრას.

შეხვედრა გაიმართა “SCENES Theater-Cinema” პროექტის „ქორწინება კოპუსი 1“ ავტორებთან, სამხატვრო ხელმძღვანელ - ფილიპ ვინსანტთან და ბრიტანელ მუსიკოსთან, ილვინ პრიჩარდთნ. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ფრანც კაფკას ტექსტებზე დაყრდნობით განხორციელებული პროექტების ნაწყვეტები.  

აქვე იყო წარმოდგენილი ახალი კინომატოგრაფიული ხერხით დადგმული თეატრალური პროექტის პრეზენტაცია, რომლის (ფილმი - სპექტაკლი) პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება საფრანგეთიდან, 12 ნოემბერს, აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე. 


ზემოთ